წყალტუბოს სანატორიუმები „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ ისევ ვერ გაიყიდა

წყალტუბოს სანატორიუმები „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ ისევ ვერ გაიყიდა

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ ისევ ვერ გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სანატორიუმები საპრივატიზაციოდ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 7 ივნისს გამოიტანა.

სანატორიუმი „რკინიგზელის“ საწყისი ფასი ₾5 135 000 იყო, სანატორიუმი „იმერეთის“ საწყისი ფასი კი, ₾3 124 500.

რაც შეეხება საპრივატიზაციო პირობებს,

„რკინიგზელი“

იყიდებოდა რუსთაველის ქუჩა N51-ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 5 135 000 ლარად. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი 21 ივნისს დასრულდა.

„იმერეთი“

პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი იყო წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“. აღნიშნული სანატორიუმის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 3 124 500 ლარია. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, რისთვისაც 9 373 500 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში, 2022 წელს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესსექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს იყო. დღეის მდგომარეობით, პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 16,265,300 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…